LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაილახება“ – გიორგი ვაშაძის მიერ ვახტანგ გომელაურის მისამართით ნათქვამ რეპლიკებს „ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა

475
გომელაური და ვაშაძე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურისადმი მიმართვამ უმრავლესობის დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია.

ვაშაძის მისამართით უმრავლესობის რიგებიდან ისმოდა შეძახილი, რომ ის „გაილახება“, არის „ნაბიჭვარი“, ასევე უმრავლესობის დეპუტატებმა ვაშაძის სხდომათა დარბაზიდან გაყვანაც მოითხოვეს.

პლენარულ სხდომათა დარბაზში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა საჭირო ტექნიკა გააჩნია, რაც მოწინავე ქვეყნებს აქვს.

ამასთან, გომელაურმა ისაუბრა მაშველების შოვში ჩასვლის დეტალებზე.

გომელაური შოვის სტიქიაზე: „ვერტმფრენებით ან დრონებით ვინმეს აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მიწის ზედაპირზე, ხოლო მიწისქვეშ მოყოლილთა პოვნა - შეუძლებელი“

„ისმოდა სპეკულაციები, რომ ვერტმფრენით და სითბური დრონებით იყო შესაძლებელი სამაშველო ღონისძიებების დაჩქარება და ამ ადამიანების გადარჩენა“ - თქვა შს მინისტრმა.

მინისტრის განცხადებებს ვაშაძე ადგილიდან პასუხობდა, რომ თუკი შსს–ს ახალი ტექნიკა აქვს, რატომ არ ჩაიყვანეს შოვში.

მან ასევე მინისტრს მიმართა, რომ სამაშველო ოპერაცია სტიქიის ადგილას არა სტიქიის დღეს, არამედ მომდევნო დღეს დაიწყო.

გომელაური: შოვში, სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად დაზიანებული იყო, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო

ვაშაძის ადგილიდან გაკეთებულმა ამ რეპლიკებმა უმრავლესობის აღშფოთება გამოიწვია, თუმცა ვითარება უფრო სერიოზულ დაპირისპირებამდე არ მისულა.

 

ფოტო/წყარო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები