LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაივლის თუ არა თქვენი შვილის ბაგა-ბაღი ავტორიზაციას?

489

უახლოეს პერიოდში კერძო და საჯარო ბაგა-ბაღების ავტორიზაცია იწყება. სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციას თბილისში მერიის, ხოლო რეგიონებში გამგეობების სტრუქტურული ერთეულები განახორციელებენ.

ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვნელის თემურ თორდინავას ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი ეტაპობრივად დაიწყება და 2019 წლის 31 იანვრამდე დასრულდება.

 

ავტორიზაცია სავალდებულო იქნება როგორც კერძო, ისე საჯარო ბაგა-ბაღებისთვის. ამასთან, ავტორიზაციის გასავლელად ეს დაწესებულებები გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ.

”ავტორიზაციის პირობების დასაკმაყოფილებლად დაწესებულებას უნდა გააჩნდეს მოწესრიგებული შენობა-ნაგებობა, ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა. შემოწმდება აგრეთვე  ბაგა-ბაღის   სანიტარულ-ჰიგიენური პირობები და კვების  რაციონიც. დაწესებულებაში მომუშავე  ადამიანების რესურსი და კვალიფიკაცია კი აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის შესაბამისი უნდა იყოს.-” განაცხადა რადიო „ფორტუნასთან“ თემურ თორდინავამ. 

როგორც მან აღნიშნა,  სტანდარტების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში დაწესებულებას პირობების გამოსასწორებლად შესაბამისი ვადა მიეცემა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ავტორიზაციის ვადა 4 წელი იქნება.

ავტორიზაციის ერთ-ერთ მთავარი პირობა სკოლამდელ დაწესებულებაში ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობა იქნება.

„სპეციალური პროგრამების დანერგვამ და ბაგა-ბაღებში ფსიქოლოგის ინსტიტუტის შემოღებამ ბაგა-ბაღებში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების რაოდენობის მატება გამოიწვია. შესაბამისად სპეციალური პროგრამების არსებობა ავტორიზაციის გავლის ერთ-ერთი პირობა იქნება.”- ამბობს თორდინავა.

 ავტორიზაციის პროცესის დაწყების კონკრეტული თარიღი პირველი აპრილიდან გახდება ცნობილი.

 

თამუნა გოგუაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g