ქეთა ორბელაძემ, რომელიც ქართველმა მაყურებელმა ტასოს სახელით გაიცნო და შეიყვარა სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“, სკოლა დაამთავრა.
სკოლაში, ქეთა ორბელაძის „ბოლო ზარის“ აღსანიშნავ ღონისძიებაზე გადაღებულ ფოტოებს მისი დედა, თამუნა ბრეგვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ქეთა ორბელაძე სოციალურ ქსელში საკუთარი გულშემატკივრებისგან უამრავ მილოცვას და კეთილ სურვილებს იღებს.
💫💫💫💫💫♥️♥️♥️♥️
Posted by Tamuna Bregvadze on ორშაბათი, 20 მაისი, 2024