LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გახარია საქართველოსთვის“: „აშშ-ს სენატორების ორპარტიული წერილი და ევროპარლამენტის რეზოლუცია ადასტურებს, რომ ხელისუფლების ბოლო 3 წლის პოლიტიკამ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტის რისკის და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩაშლის ფაქტის წინაშე დაგვაყენა“

126
გახარია

„აშშ-ს სენატორების ორპარტიული წერილი და ევროპარლამენტის რეზოლუცია ადასტურებს, რომ ხელისუფლების ბოლო 3 წლის პოლიტიკამ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტის რისკის და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩაშლის ფაქტის წინაშე დაგვაყენა,“ – ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.

როგორც პარტია აღნიშნავს, ხელისუფლება ასრულებს რუსეთის სტრატეგიულ მიზანს.

„აშშ-ს სენატორების ორპარტიული წერილი და ევროპარლამენტის რეზოლუცია ადასტურებს, რომ ხელისუფლების ბოლო 3 წლის პოლიტიკამ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტის რისკის და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩაშლის ფაქტის წინაშე დაგვაყენა. ხელისუფლება ასრულებს რუსეთის სტრატეგიულ მიზანს, ტოვებს ქვეყანას მეგობრების გარეშე, ართმევს განვითარების პერსპექტივას, ამკვიდრებს რუსული ტიპის ავტორიტარიზმს და მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ.

ხელისუფლება საქართველოს მეგობრებს – ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დამცველებს – აცხადებს მტრებად, რითაც ღიად არღვევს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და გვაბრუნებს რუსულ ორბიტაზე.

მივმართავთ ხელისუფლებას – გაიწვიეთ კანონი, დაუბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოს, ჩაატარეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და დააბრუნეთ ქვეყანა ნორმალური, დემოკრატიული განვითარების გზაზე,“ – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

14 ამერიკელი სენატორისგან შემდგარმა ორპარტიულმა ჯგუფმა წერილი გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომელშიც შეშფოთება გამოხატა „რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის შესახებ“.

წერილში, რომელიც ამერიკის ხმამ მოიპოვა, სენატორები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს კანონი, რომელიც საფრთხეს უქმნის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს და ასევე, აჩენს ინდივიდუალურ პირებზე სანქციების დაწესების, მთავრობის პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტის და სავიზო შეზღუდვების გაფართოების დიდ ალბათობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები