“მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და იმ სამარცხვინო ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა რეგიონებში ჩემი და ჩემი კოლეგების, გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტებს, – ეს განცხადება გიორგი გახარიას გუნდი წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ხოჯევანიშვილმა მმართველ გუნდ მიმართა, რომ “მსგავსი მეთოდები წარსულს ჩაბარდა”.
“ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჯარო მოხელეების და საკრებულოს წევრების მიმართ დამოკიდებულების ის ფორმა, რაც აირჩია ქართულმა ოცნებამ არ მუშაობს.
მე უბრალოდ ვეტყოდი მათ, ვინც ასეთ დავალებებს გასცემს და ასრულებს, ეს გზა და მეთოდები წარსულში ნაცადია, ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს და უფრო მეტიც, სიკეთეს ვერ მოგიტანთ”.- განაცხადა ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.
შეგახსენებთ, პლენარულ სხდომას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ნაწილი ესწრება, რეგისტრაცია 107-მა დეპუტატმა გაიარა.