LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გალმა შესაძლოა კოდორის ხეობის ბედი გაიზიაროს, რადგან იქ არავინ ცხოვრობს – მეეჭვება, ჩვენთან ვინმე დარჩეს“ – „საზოგადოებრივი პალატის“ წევრი ბჟანიას

344
ოკუპირებული აფხაზეთი

„გალის რაიონის მოსახლეობა ბოლო 20 წლის განმავლობაში 40%-ით შემცირდა“, –Эхо Кавказа“-ს ცნობით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ „ხალხთა კონგრესის“ „თავმჯდომარემ“, „საზოგადოებრივი პალატის“ წევრმა დავით ფილიამ ე.წ რესპუბლიკის პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას განაცხადა.

„სამურზაყანოს ისტორიულ ტერიტორიებზე საბჭოთა კავშირის დაშლამდე 92 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს აღმოსავლეთ აფხაზეთში 55 000 სამურზაყანოელი ცხოვრობს. ყველაზე მეტად ახალგაზრდები ტოვებენ.

ასლან ბჟანიას ქართველი თანაშემწე ჰყავს? – რა განცხადებას ავრცელებს დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტი“

ბჟანიას პრესსამსახურში ჟურნალისტებს მოუწოდეს, „გადაუმოწმებელი საიტებიდან არ გამოაქვეყნონ ინფორმაცია, არ ამოიღონ მათთვის საჭირო ფოტოები და ფრაზები ზოგადი კონტექსტიდან“.

წელს რაიონში სკოლები 230-მა ადამიანმა დაამთავრა. ძალიან მეეჭვება, ვინმე დარჩეს ჩვენთან, რადგან მეზობელ ქვეყანას აქვს სპეციალური პროგრამა. „ტრენინგის“ პერიოდში ადამიანები ურთიერთობენ სკოლის მოსწავლეებთან.

რატომ? იმიტომ, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ენა მოთხოვნადი ხდება და ჩვენი შვილები, მოგეხსენებათ, ყველა რუსულად საუბრობს“, – განაცხადა ფილიამ.

მისი თქმით, „ბოლო 30 წლის განმავლობაში რეგიონი 15,5 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ დატოვა და ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია, რაც ძალიან აღელვებს“:

„გალმა მომავალში შესაძლოა კოდორის ხეობის ბედი გაიზიაროს, რადგან იქ არავინ ცხოვრობს. ვინ იცხოვრებს ამ ტერიტორიაზე და სად ვიშოვით მოსახლეობა, რომელიც წასულებს ჩაანაცვლებს?“ – აღნიშნა დავით ფილიამ.

ასლან ბჟანია მზად არის, ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს

აღნიშნულის შესახებ ბჟანიამ რუს ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვთან ინტერვიუს დროს განაცხადა. 

ის დარწმუნებულია, რომ გალელები ბოლო რვა წლის განმავლობაში შექმნილი პირობების გამო ტოვებენ, რამაც ხალხი„ძალიან მძიმე მდგომარეობაში“ ჩააყენა.

„როდესაც ბავშვი იბადება, ის არ იღებს დაბადების მოწმობას, თუ მის მშობლებს არ აქვთ აფხაზური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

უმეტესობას აქვს ქართული პასპორტი, რაც მშობლებს აიძულებს, ზუგდიდში წავიდნენ და იქ აიღონ ბავშვის დაბადების მოწმობა. ვფიქრობ, ამ პრობლემის გადაჭრის გზა უნდა ვიპოვოთ. ჩვენთან დაბადებული ბავშვი ჩვენი შვილია“, – განაცხადა ფილიამ.

მანვე ასევე ისაუბრა „აფხაზური გვარების აღდგენის“ თემაზეც და თქვა, რომ არსებობს 1700-ზე მეტი მოქალაქე, რომელთაც თავიანთი ისტორიული გვარების აღდგენის სურვილი აქვთ.

„ჩვენ გვყავს 1700-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც სურთ თავიანთი ისტორიული გვარების აღდგენა – ზუხბაია ზუხბაში, ტარბაია – ტარბა, ინალიშვილი ინალ-იპა და მრავალი სხვა.

ბჟანია: სანამ ჩვენ და რუსეთი მოკავშირეები ვართ, არაფერი გვემუქრება

ეს ყველაფერი ჩვენი გადასაწყვეტია. მესმის, რომ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც ამას ვერ აღიქვამენ, მაგრამ იმისთვის, რომ მათ აღიქვან, უნდა ავუხსნათ, რომ ამ ყველაფერს იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ უბრალოდ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ სამართლიანობა უნდა იყოს.

თუ სტალინის და ბერიას პოლიტიკამ სულ რამდენიმე დღეში გაგვაქართველა, მაშინ ვინ გვიშლიდა 30 წლის განმავლობაში ისტორიული სამართლიანობის აღდგენაში?

ყოველი 10 ადამიანიდან, ვისაც გამოვკითხე, 9 ადამიანი ფიქრობს, რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს და მხოლოდ ერთს აქვს ეჭვი. მე ვერ ვხედავ დაბრკოლებას აფხაზური გვარების აღდგენის პრობლემის გადასაჭრელად“, – დაამატა ფილიამ.

მან ასევე ჩამოთვალა „გალის რაიონის მცხოვრებთა არაერთი სხვა პრობლემა, რომელიც, მისი აზრით, თაროების გარეშე უნდა მოგვარდეს“:

ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას სოხუმში გააპროტესტებენ: „მოდით, ერთად გამოვუცხადოთ უნდობლობა ხელისუფლებას”

„ადამიანებს პასპორტები ჩამოართვეს და მათ შორის არიან სახელმწიფო ჯილდოები. სამართლიანია? როგორ შეგიძლია ამის გაკეთება ხალხს?“ – აღნიშნა დავით ფილიამ.

შეხვედრაზე კომენტარი დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ფილიას მიერ ჩამოთვლილი პრობლემები „ნამდვილად არსებობს“ და ის გალის რეგიონს მათ მოგვარებაში მხარს დაუჭერს.

ასლან ბჟანია: საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g