„ქართული ოცნების“ ყოფილი თანაგუნდელები, თამაზ მეჭიაური და ზაქარია ქუცნაშვილი, ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ. თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილს თიანეთში ხმების მოპარვაში ადანაშაულებს.
თანაგუნდელის ბრალდების საპასუხოდ ტელეკომპანია“ რუსთავი2″-ის ეთერიდან ზაქარია ქუცნაშვილმა მეჭიაურს პოლიტიკური წარსული შეახსენა.
„ 2011 წელს როცა ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე , მეჭიაურს უკვე 6 პარტია ჰქონდა გამოცვლილი და ჭაბუა ამირეჯიბის შვილის პარტიაში იყო. უამრავი მოწმე არსებობს, რამდენჯერ მთხოვა, მიმეყვანა “ქართულ ოცნებაში”. თამაზ მეჭიაურის მამა და დედაჩემის დედა ალალი და-ძმანი იყვნენ და ნათესაური კავშირი, როგორც მთიელს, მავალდებულებს, ყველა მთიელზე ვიზრუნო . მიხედავად მისი მერყევი იმიჯისა, მივიღე გადაწყვეტილება, მივიყვანე “ქართულ ოცნებაში”, ბატონი ბიძინა სულ გვასწავლიდა, მიგვეცა შანსი ადამიანისთვის,“ – ყვება ქუცნაშვილი.
მმართველი გუნდის წევრის ინფორმაციით , „ქართულ ოცნებაში“ მიყვანის შემდეგ, მეჭიაურს დეპუტატობის ამბიცია გაუჩნდა, რაც მისი წარსულიდან გამომდინარე, რთულად მისაღწევი იყო.
„თამაზი ჩემს მზეს ლოცულობდა, დედაღამ ჩემს სადღეგრძელოს სვამდა. თიანეთში ცენტრალური შტაბში გავამწესეთ. მეჭიაურს ძალიან კორუმპირებული ჩინოვნიკის იმიჯი ჰქონდა და ძალიან გართულდა მისი სიაში ჩასმა, განაწყენდა. სპეკულირებდა, ვითომ ბიძინა ივანიშვილის ჯგუფელი, ძმაკაცი იყო. ერთ -ერთ თათბირზე ბიძინამ ჰკითხა, რა უნდოდა და თქვა, რომ დეპუტატობა უნდოდა. ასეთი პოლიტიკური ვაჭრობით მიიღო დეპუტატობა. სიკეთის დაუნახავი ადამიანია, მან ჩემი მიცვალებულები შეურაცხყო მისი გამონათქვამებით,“ – განაცხადა ყოფილი თანაგუნდელის მისამართით ზაქარია ქუცნაშვილმა.