LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გალტ & თაგარტმა“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ეკონომიკური და სექტორული პრეზენტაცია გამართა

128
bog (44)

„გალტ & თაგარტმა“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პრეზენტაცია წარმოადგინა, სადაც განხილულ იქნა ეკონომიკური ტენდენციები, საპროცენტო განაკვეთების დინამიკა საქართველოში და გლობალურად, ასევე უძრავი ქონების და ელექტროტექნიკის სექტორში მიმდინარე ტენდენციები. პრეზენტაციას უძღვებოდნენ ეკონომისტები და შესაბამისი დარგის ანალიტიკოსები.

მიმოხილვამ მოიცვა საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზები, ლარი/დოლარი/ევროს საპროცენტო განაკვეთების მოლოდინები. ასევე, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციები როგორც თბილისში, ისე ბათუმში, გუდაურსა და ბაკურიანში. ამასთან, შეხვედრაზე განხილულ იქნა ელექტროტექნიკის სექტორი, სადაც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა როგორც პანდემიას, ისე გლობალურ ბაზარზე მიკროჩიპების დეფიციტს და მიგრანტების ტალღას.

ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ძირითად ფაქტორებზე, რასაც გავლენა აქვს მიმდინარე ტენდენციებზე და პროგნოზებზე. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რომლის ფარგლებშიც ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის აქტუალური კითხვები.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g