LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალტ & თაგარტმა სომხეთში CMS პროექტის საგანმანათლებლო კონფერენცია გამართა

410
გალტ & თაგარტი

გალტ & თაგარტმა, სომხეთში, „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის (CMS)“ ფარგლებში, საგანმანათლებლო კონფერენცია გამართა. კონფერენცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის მხარდაჭერითა და Ameria Management Advisory-თან თანამშრომლობით ჩატარდა. ღონისძიება კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის საჭირო ESG ინსტრუმენტების განხილვას დაეთმო.

ღონისძიებაზე განხილული იყო:

  • ESG-სთან დაკავშირებული ინსტრუმენტების თავისებურებები;
  • როგორ მუშაობს მწვანე ობლიგაციების ბაზარი;
  • ობლიგაციების სტანდარტული გამოშვების პროცედურები;
  • გამოშვების შემდგომი მოთხოვნები და ანგარიშგება.

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის მიზანი სომხეთში უფრო ეფექტური და თვითკმარი ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარებაა. პროგრამა მოიცავს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მხარდაჭერას და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას, მათ შორის კოორდინაციას სომხეთის ცენტრალურ ბანკთან და სომხეთის ეკონომიკის სამინისტროსთან.

„გალტ & თაგარტის გუნდისთვის საამაყოა, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა გასულ წლებში წარმატებულად განვახორციელეთ საქართველოში, ახლა კი პროგრამას სომხეთში ვახორციელებთ. პროგრამის მთავარი მიზანი სომხეთის კაპიტალის ბაზარზე ალტერნატიული დაფინანსების წყაროების ხელმისაწვდომობის ზრდა და კორპორაციული ემიტენტების დაინტერესებაა. ეს კი ადგილობრივი კომპანიებისთვის ემისიის ხარჯების თანადაფინანსების, გამოცდილების გაზიარებისა და სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურების გაწევის გზით არის შესაძლებელი“, – აცხადებს თამთა გორგაძე, გალტ & თაგარტის საკონსულტაციო სამსახურის უფროსი.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g