LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამაგებინეთ რას ითხოვთ? აფთიაქში გახარიას საშვით გინდათ რომ წახვიდეთ“?

2153
ჯანგოგახ

ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილისთვის გაუგებარია, რა შეზღუდვებს ითხოვენ დამატებით ადამიანები, მაშინ, როცა ქვეყანაში თითქმის ყველაფერი შეზღუდულია.

„კომენდანტის საათი გვაქვს. სკოლები, ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები თვეებია დახურულია (ევროპაში ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია სხვათა შორის), კლუბები, კინოთეატრები, გასართობი ცენტრები თვეებია დახურულია და არც გახსნილა საერთოდ. რესტორნებში ქორწილს, ქელეხს, დიდ წვეულებას ვერ გადაიხდი, რის გამოც რესტორნების დიდი ნაწილი დახურულია. ყველა ბიზნესი და საქმიანობა, რაც ხალხმრავლობას ითვალისწინებს პრაქტიკულად დახურულია. საზღვრები მეცხრე თვეა ჩაკეტილია.

ჰოდა, ჩაკეტვის მოტრფიალეებს მინდა ვკითხო: კიდევ რის დახურვას ითხოვთ? აფთიაქში გახარიას საშვით გინდათ რომ წახვიდეთ? თუ თმის საკუთარი ხელით შეჭრა მოგენატრათ?

ააა, ალბათ ის რეგულაცია უნდა დაბრუნდეს, ცოლი რომ ქმარს მანქანაში წინ ვერ უჯდებოდა. გულწრფელად ვკითხულობ: გამაგებინეთ რას ითხოვთ“? – კითხულობს ნინო ჯანგირაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობამ კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომ სისტემურ „ლოკდაუნი“ არ იგეგმება და მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებს შემოიღებენ, სადაც ეს ყველაზე მეტად იქნება აუცილებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g