LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამაოგნებელ რამეს ითხოვდნენ ჩემგან, გახმაურებული სასამართლო საქმე იყო” – ირაკლი კობახიძე

169
ირაკლი-კობახიძე-2

ვიღაცას ჰქონდა რაღაც პოლიტიკური ინტერესი და ამის გამო, ჩემგან ითხოვდა პირდაპირ, უხეშად კონსტიტუციის დარღვევას, – აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ხსენებული მოთხოვნა შინაარსიდან გამომდინარე მისთვის გამაოგნებელი იყო.

„ჯერ არ დავაკონკრეტებ შინაარსს, ვინ იყო და რას ითხოვდა, შემოვინახოთ ეს ჩვენს არსენალში, მაგრამ რეალურად შემიძლია, გავიმეორო, რომ იყო სატელეფონო საუბრები ჩემთან და ისეთ რამეს ითხოვდნენ, რაც იყო გამაოგნებელი ჩემთვის. ჩემგან ითხოვდნენ ძალიან უხეშ დარღვევას კონსტიტუციის, კანონმდებლობის და ა.შ. ითხოვდნენ ამას უხეშად პოლიტიკური ინტერესებისთვის.

ვიღაცას ჰქონდა რაღაც პოლიტიკური ინტერესი და ამის გამო, ჩემგან ითხოვდა პირდაპირ, უხეშად კონსტიტუციის დარღვევას, სასამართლო სისტემას ეხებოდა ეს. ჯერ არ ვიტყვი ამ ყველაფერს, გახმაურებული საქმე იყო. ალბათ დადგება დრო, როდესაც ამასაც დავაკონკრეტებ”, – აცხადებს კობახიძე.

ცნობისათვის, მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება 5 აპრილს გავრცელდა.

„სიმბოლურია, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლემ უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი“ – პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიმართავს 

„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე

კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, ბლინკენი გასვარეს” – კობახიძე მოსამართლეების სანქცირებაზე

„მოსამართლეების აშშ-ში არშეშვების გადაწყვეტილება მძიმე შეურაცხყოფაა…გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა, აქ ომი არ იქნება!” – დიმიტრი სამხარაძე

„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას

„მისასალმებელია…დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება” – სენატორი ჯიმ რიში

„მათ დაასანქცირეს მოლაშვილის, გირგვლიანის და სხვა უამრავი უბედური საქმეების ჩამდენი მოსამართლეები…20 წელია ასე არაფერი გამხარებია” – შალვა ხაჭაპურიძე

თამარ კორძაია: დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს მოსამართლეთა კონფერენცია რიგგარეშე სხდომაზე და შეუწყვიტოს უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სანქცირებულ წევრებს 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g