LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამარჯობა და წერტილი” – ბაიდენი ბირთვულ იარაღზე საუბრისას კიმ ჩენ ინს მიესალმა

179
BeFunky-collage (8)

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სეულში, ვიდრე იაპონიაში გაემგზავრებოდა განაცხადა, რომ მას “არ აწუხებს” ჩრდილოეთ კორეის ახალი ბირთვული ტესტირებები, რომელიც 5 წლის განმავლობაში პირველი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენმა იაპონიაში გამგზავრებამდე სამხეთ კორეის დედაქალაქ სეულიდან ჩრდილოეთ კორეის კიმ ჩენ ინს მარტივი გზავნილით მიმართა: “გამარჯობა… წერტილი”.

ბაიდენმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ახალი ბალისტიკური რაკეტების სატესტო ცდები “არ აშფოთებს” ვინაიდან, აშშ ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერი ნაბიჯისთვის მზად არის.

ცნობისთვის, 21 მაისს ჯო ბაიდენი და მისი სამხრეთ კორეელი კოლეგა, პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აქტიური სამხედრო წვრთნების წარმართვაზე შეთანხმდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g