ზუგდიდში ენმ-ის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ.
ანზორ მელიამ ტრიბუნიდან “ქართულ ოცნებასაც” მიმართა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
“მინდა ოცნების ხელმძღვანელებს მივმართო, დავუშვათ, ჩაატარეთ დემოკრატიული არჩევნები, მოიგეთ ყველაფერი, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანას რაც ეკადრება, ისე მოიქეცი, გამითავისუფლეთ ჩემი მძევალი პრეზიდენტი და ის ბიჭები, რომლებიც ჩემ ხმას იცავდნენ”, – განაცხადა ანზორ მელიამ.