შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.
აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების ნახვა, როგორც პირადი გვერდის, ასევე SMS-ის საშუალებითაც შეეძლებათ.
ვებგვერდის შემთხვევაში აბიტურიენტს შედეგის ნახვა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე www.naec.ge ან www.online.naec.ge შეეძლება.
რაც შეეხება მოკლეტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი (ბარათზე მითითებული ცხრა ნიშნა რიცხვი) უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333.
კონკურსში მონაწილეობას მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის შედეგის გათვალისწინებით 30 833 აბიტურიენტი აგრძელებს.
რამდენი აბიტურიენტი დარჩა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.