LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხული კომპანიების 96%-მა დასაქმებულთა ანაზღაურება 0-20%-ით გაზარდა – BAG ინდექსი

128
salary

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ (BAG) დასაქმების ბარომეტრის თანახმად, გამოკითხული კომპანიების 48%-მა 2023 წლის I კვარტალში დასაქმებულთა ხელფასები გაზარდა.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ზრდა საქართველოში სამუშაო ძალისა და სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემას შეიძლება უკავშირდებოდეს.

გამოკითხული კომპანიების დიდი ნაწილი I კვარტალში ხელისშემშლელ ფაქტორებად სწორედ ამ მიზეზებს ასახელებდა. კომპანიების 48% სპეციალისტების ნაკლებობაზე მიუთითებდა, ხოლო 47% – სამუშაო ძალის ნაკლებობაზე.

გამოკითხული კომპანიების უმრავლესობამ, 96%-მა, დასაქმებულთა ანაზღაურება 0-20%-ით გაზარდა. ამასთან, I კვარტალში, არც ერთ გამოკითხულ კომპანიას არ გაუზრდია დასაქმებულთა ხელფასი 40%-ზე მეტად.

magti 5g