„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) გამოკითხვაში მონაწილეთა 13% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება. 3% აცხადებს, რომ ქვეყანა ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება; 13% აცხადებს, რომ საქართველო, ძირითადად, სწორი მიმართულებით ვითარდება; გამოკითხულთა 31%-მა კითხვაზე პასუხი საერთოდ არ იცის; 17% მიიჩნევს, რომ, ძირითადად, არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 18% მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება.
გამოკითხულთა 69%-სთვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს ნატო-ს წევრი მისაღებია. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 21% აცხადებს, რომ ეს მიუღებელია.
გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ნატო-ს წევრობა საქართველოს უსაფრთხოებას მოუტანს, ხოლო 45% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
ამასთან, გამოკითხულთა 24% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 58% კი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს.
NDI-ის გამოკითხულთა 8% მიიჩნევს, რომ საქართველო არც ერთ ორგანიზაციაში უნდა გაწევრიანდეს.
