NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ არსებული მთავრობის მუშაობა საშუალო შეფასებას იმსახურებს, 2% – ძალიან კარგად აფასებს, 12% – კარგად, 22% – ცუდად აფასებს არსებული მთავრობის მუშაობას, 11% – ძალიან ცუდად.
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი – 4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს. საშუალო ცდომილების ზღვარი 2-3%-ია.