ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაკეთებული არჩევანით კმაყოფილია.
მეორე ტურში არჩევნების დღეს გაკეთებული არჩევანით კმაყოფილია გამოკითხულთა 87%, ხოლო უკმაყოფილოა 11%.
მეორე ტურში გამოკითხულთა 33%-მა უფრო ვიღაცის წინააღმდეგ მისცა ხმა ვიღაცის სასარგებლოდ, 62-მა პროცენტმა კი კითხვას უარყოფითად უპასუხა.
„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი მედიას დღეს წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.