27 წლის, ბრიტანელმა სემ ტაკრარმა დიდი ხანი იფიქრა, თუ როგორ ეთხოვა საყვარელი ქალის ხელი.
საბოლოოდ, სემმა ფერმერების დახმარებით, უზარმაზარ ველებზე წარწერა გააკეთა:”გამომყვები ცოლად?”, შემდეგ იქირავა ვერტმფრენი და გოგოს თხოვა მასთან ერთად წამოსულიყო.
24 წლის სარასთვის მოულოდნელი იყო სემის ეს ჩანაფიქრი. როგორც უცხოური ტაბლოიდი წერს, გოგონა შემოთავაზებას დაეთანხმა.



