დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტის კომენტირებისას ამბობს, რომ კორპუსები ფაქტობრივად გამოშიგნულია, რისი შედეგიც დღეს ვიხილეთ.
„გამოშიგნულია სახლებიო… მეტს კი არაფერს ვამბობთ. ახლა ეპიცენტრით ასეთ ქალაქში, ცოტა დიდი მიწისძვრა რას იზამს ?
„ღმერთო დაგვიფარე“ არ შველის მარტო! უმიწოსძვროდ ინგრევა სახლები ვიღაცის სისულელის და სიბრიყვის გამო! ხალხი კვდება ხალხი“! – წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ნაწილი დღეს დილით ჩამოინგრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს დამატებითი ძალების მობილიზება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში მიემგზავრება შინაგან საქმეთა მინისტრი. ვახტანგ გომელაური შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.
კორპუსის ჩამონგრევის გამო, ბათუმში ღარიბაშვილიც ჩადის.
ამავე თემაზე:
ნანგრევებში 5-ზე მეტი ადამიანია, მათ შორის 3 ბავშვია – რას ყვება თვითმხილველი
ლაშა ღლონტი: “ჩამონგრეული კორპუსი ნამდვილად ჩემია… დედა კარგადაა, ვილოცოთ ყველას გადარჩენისთვის”
ყველა დაზარალებულ ოჯახს ქირით გავიყვანთ: ბათუმის მერია