ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 1 070-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 307 334-მდე გაიზარდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 1 390 ახალი შემთხვევა.
კოვიდინფექციამ კიდევ 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 4 397 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 65 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 4 253 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 730-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 38 468 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 651, PCR ტესტით – 10 817.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,61%, ბოლო 14 დღის – 5,35%, ბოლო 7 დღის – 4,4%.
საქართველოში კოვიდვაქცინით სულ აცრილია – 81 076 ადამიანი, დღიურად აცრილთა რიცხვი 3 722-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.