საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიურმა რაოდენობამ დღეს მოიკლო.
განახლებული მონაცემებით, რომლის ნახვაც შესაძლებელია ვებგვერდზე stopcov.ge, კოვიდ 19 გამოუვლინდა 3 128 ადამიანს.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 3 045-ით გაიზარდა.
ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 39 ადამიანი.
ამ დროისთვის, საქართველოში ინფიცირების სულ 111 818 შემთხვევაა გამოვლენილი, რის შედეგადაც Worldometers-ის მონაცემთა დაფაზე ქვეყნებს შორის 58-ე ადგილს იკავებს.
ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 92 215-ია.
გარდაიცვალა სულ 1 051 ადამიანი.
კარანტინში რჩება 2 102 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 192.
კოვიდსასტუმროებში კი რჩება 3 739 პაციენტი.