LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოყრიან თქვენს ცოლებს საზღვარგარეთიდან, მონებად რომ მუშაობენ… ცოტა ხანში ტყვეთა ყიდვა აღდგება, ერთმანეთს ბავშვებს მოვპარავთ და გავყიდით: გუბაზ სანიკიძე

592
გუბაზ სანიკიძე

„გამოყრიან თქვენს ცოლებს საზღვარგარეთიდან, მონებად რომ მუშაობენ… ცოტა ხანში ტყვეთა ყიდვა აღდგება, ერთმანეთს ბავშვებს მოვპარავთ და გავყიდით“, – აღნიშნული განცხადება ოპოზიციონერმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.

გუბაზ სანიკიძე საზოგადოებას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს და წერს, რომ „ვერ მი­აღ­წევთ ვე­რა­ფერს ცალ-ცალ­კე თუ მინ­დვ­რის თაგ­ვე­ბი­ვით ვი­ცხოვ­რებთ, რადგან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ბო­ლოს მოგვიღებს“.

გუბაზ სანიკიძე: ჯოჯოხეთს ატარებენ, მაგრამ ვამბობ, რომ მიშას ვერ გატეხავენ

მიხეილ სააკაშვილი არის ჰაველისა და ჩე გევარას ნაზავი: გუბაზ სანიკიძე

„მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მკვლე­ლო­ბის ქრო­ნი­კას უყუ­რე­ბენ და მოს­წონთ, ავად არი­ან, ვი­საც ახლა მოგ­წონთ, რომ სა­ა­კა­შა­ვილს აწა­მე­ბენ, მა­ნი­ა­კე­ბი ხართ, თქვენ, უბე­დუ­რე­ბო. ჯერ ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბა რომ მოგ­წონთ და მერე სა­ა­კაშ­ვი­ლის. გა­და­ა­მოწ­მეთ თქვე­ნი თავი, დამ­თავ­რე­ბუ­ლია თქვე­ნი ამ­ბა­ვი. ვინც ცოტა აღ­შფო­თე­ბუ­ლია, იქ­ნებ გა­და­ირ­ჩი­ნოთ თავი.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა მას, ვი­საც არ მოს­წონს და მა­ინც ტე­ლე­ვი­ზორ­თან ზის – თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ხართ ყვე­ლა. 30 წე­ლია სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის დან­გრე­ვას სე­ი­რად უყუ­რებთ და ახლა მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის სიკ­ვდილს. ძვი­რად და­გიჯ­დე­ბათ ტე­ლე­ვი­ზო­რებ­თან ჯდო­მა. მალე ტე­ლე­ვი­ზო­რებ­თან ვე­ღარ დაჯ­დე­ბით იმ მი­ზე­ზით, რომ დენი წავა, და­ვუბ­რუნ­დე­ბით 90-იან წლებს.

ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში გაგ­ვი­უქ­მე­ბენ ვი­ზებს, ძვირ­ფა­სო ემიგ­რა­ცია გა­მოგყრი­ან აქ. მერე მო­გი­წევთ ირა­ნის ქა­ლა­ქებ­ში, ის­პა­ჰან­ში, ში­რაზ­ში სა­მუ­შა­ოდ სი­ა­რუ­ლი. ერ­თა­დერ­თი კაცი ვინც ამას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევს, არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. არ იქ­ნე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლი და კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი დაბ­რუ­ნე­ბა ლე­კი­ა­ნო­ბა­ში. ქა­ლამ­ნე­ბით ივ­ლით და გე­ყო­ლე­ბათ ბი­ძი­ნა. ბრძან­დე­ბო­დეთ სახ­ლებ­ში და უყუ­რეთ სე­ირს, რო­გორ კვდე­ბა კაცი ცი­ხე­ში. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ხომ ხართ ლო­მე­ბი?! მობ­რძან­დით იქ, თო­რემ ბნელ­ში გა­ცხოვ­რებთ ბი­ძი­ნა. ან კო­ვი­დი მო­გი­ღებთ ბო­ლოს, ან ბი­ძი­ნა.

ჩა­მო­ვი­და კაცი თავი აქვს გა­და­დე­ბუ­ლი. რა ამ­ბავ­ში იყა­ვით, ჩა­მო­ვი­დეს თუ მა­გა­რია. ჩა­მო­ვი­და და აჰა, სადა ხართ?! და­ე­ლო­დეთ, გამ­რუ­დე­ბულ სიკ­ვდილს, ასი წლის მერე, გა­ჯან­ჯლე­ბულს, რომ ვე­ღარ გა­არ­ჩევთ სიკ­ვდი­ლია თუ სი­ცო­ცხლე. მო­გი­წევთ სა­ბუ­რა­ვე­ბის ცე­ცხლზე გათ­ბო­ბა, რო­გორც იყო 90-იან წლებ­ში ზვი­ა­დის სიკ­ვდი­ლის მერე. მოკ­ლავთ გმი­რებს და მერე წმინ­და­ნებ­თან აცხა­დებთ.

ღმერ­თმა და­ი­ფა­როს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო და მისი ოჯა­ხი, თო­რემ გას­ვე­ნე­ბა­ში ერ­თმა­ნეთს ვერ მი­ას­წრებთ. და­ან­თე­ბენ სან­თლებს და გად­მო­უშ­ვე­ბენ კურ­ცხლებს, გა­მო­დით ქუ­ჩა­ში და და­ი­ცა­ვით თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი.

ისე არ აღ­მოჩ­ნდეს, რომ ბი­ძი­ნა აღ­მოჩ­ნდეს მარ­თა­ლი და სა­ა­კაშ­ვი­ლი მტყუ­ა­ნი ქარ­თვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ა­კაშ­ვი­ლი გთვლით რო­გორც ერს და ბი­ძი­ნა გთვლით რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბას. იყა­ვით სახ­ლში გვერ­დი შე­იც­ვა­ლეთ… ეს წა­მო­წო­ლი­ლი ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტე­ბი.

გა­მოყ­რი­ან თქვენ ცო­ლებს მალე სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ლუკ­მა-პუ­რის სა­შოვ­ნე­ლად მო­ნე­ბად რომ მუ­შა­ო­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მე-11 არ­მი­აა შე­მო­სუ­ლი და სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძე ზის აქ. ლუკ­მა-პური არ გვაქვს და შვე­დურ მა­გი­დას ვარ­ჩევთ. ხომ არ მოგ­წონთ ეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, გა­მო­დით ქუ­ჩა­ში, დათ­ქმუ­ლია აქ­ცი­ე­ბი, ად­გი­ლე­ბი, ღმერ­თსაც და­ე­ნა­ხეთ, ხალ­ხსაც, მტერ­საც და მოყ­ვა­რე­საც. ვერ მი­აღ­წევთ ვე­რა­ფერს ცალკ-ცალ­კე, მინ­დვ­რის თაგ­ვე­ბი­ვით ვი­ცხოვ­რებთ. მოგ­ვი­ღებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ბო­ლოს.

ახლა ხორ­ბალ­ზე გა­გიზ­რდი­ან ფასს და სულს ამოგ­ვხდი­ან, ცოტა ხან­ში ტყვე­თა ყიდ­ვა აღ­დგე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ერ­თმა­ნეთს ბავ­შვებს მოვ­პა­რავთ და გავ­ყი­დით ბა­ზა­რი თუ გა­მოჩ­ნდა სად­მე, ბა­ზა­რი“, – ამ­ბობს გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები