LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამშველებელს მეტი ხვდებაო“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სამტრედიაში მომხდარ ინციდენტზე

237
68241211-2333146903439680-1823959232064520192-n

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამტრედიაში, ქართველ ქალსა და მის უცხოელ მეუღლესთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტში სასულიერო პირი მონაწილეობდა.

მოქალაქე ქეთი კამკამიძის ინფორმაციით, სამტრედიაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები მის ერაყელ მეუღლეს ფიზიკურდ გაუსწორდნენ და მისივე თქმით, ძალადობაში სასულიერო პირიც მონაწილეობდა.

სამტრედიაში ქალსა და მის უცხოელ მეუღლეს სცემეს

“გამშველებელს მეტი ხვდებაო”

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამტრედიაში მოხდა ინციდენტი, სადაც ქართველ ქალბატონს და მის ერაყელ მეუღლეს უსიამოვნო შემთხვევა მოუხდათ მოქალაქეებთან. სამწუხაროდ ძალიან ორაზროვნად იყო ნახსენები ამ ინციდენტთან სასულიერო პირის კავშირი.

ორაზროვნების გასაფანტად და სიცხადის შესატანად სამტრედიაში მოვინახულე მამა იოაკიმე. გაირკვა შემდეგი: ინციდენტი მოჰყვა ყოფით საგზაო შემთხვევას, დამოუკიდებლად ეროვნული ნიშნისა, სასულიერო პირი კი ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებას.

როგორც ჩანს გავრცელებული ინფორმაცია ტენდენციურია და სასულიერო პირის ორაზროვნად ხსენება ქმნის შთაბეჭდილებას თითქოს იგი ძალადობდა, რაც სრულიად აცდენილია რეალობას.

ბუნებრივია სასულიერო პირი ასეთ შემთხვევაში გამშველებლის როლში აღმოჩნდებოდა და ბუნებრივია ისიც, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გამართული დღევანდელი საომარი კამპანიის პირობებში, მას მოძალადეობას დააბრალებდნენ.

სავარაუდოდ მამა იოაკიმე სატელევიზიო ინტერვიუსაც მისცემს და სიმართლე გაცხადდება”- წერს ანდრია ჯაღმაიძე

შეგახსენებთ, სამტრედიაში მომხდარ ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. განცხადება შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გუშინ გაავრცელა.

 

magti 5g