LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამწარებულმა რონალდომ გულშემატკივრის ტელეფონი დაამსხვრია: კრიშტიანომ ბოდიშიც მოიხადა და თამაშზეც დაპატიჟა – ვიდეო

59
L645DKK4WVHSZHNFOKYRF7XNT4

კრიშტიანო რონალდოს ნერვებმა უმტყუნა.

პორტუგალიელმა „ევერტონთან“ წაგებული მატჩის შემდეგ (0:1), გასასვლელში მიწაზე რაღაც საგანი დაახეთქა.

Sky Sports-ის ცნობით, თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ეს იყო მობილური ტელეფონი, რომელიც დიდი ალბათობით ერთ-ერთ გულშემატკივარს ეკუთვნოდა.

მალევე გაირკვა, რომ ეს მართლაც ასე იყო, ხოლო კრიშტიანომ დაზიანებული ტელეფონის გამო ბოდიში მოიხადა.

„ასეთ რთულ ვითარებაში ემოციების გამკვლავება არ არის მარტივი. თუმცა ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ თავაზიანები, მომთმენი და მაგალითს ვაძლევდეთ ახალგაზრდებს, რომლებსაც უყვართ ჩვენი ლამაზი თამაში.
მინდა ბოდიში მოვიხადო თავშეუკავებლობისთვის და თუ შესაძლებელია, სპორტული პრინციპებისა და პატიოსნების ნიშნად, ეს გულშემატკივარი „ოლდ ტრაფორდზე“ მატჩზე მოვიწვიო“, – დაწერა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა.

რონალდოს გაღიზიანება კი გასაგებია. მისმა გუნდმა ისევ წააგო და ოთხეულში მოხვედრის შანსებსაც სულ უფრო იუფერულებს. გარდა ამისა, კრიშტიანომ უკვე ოფიციალურად დაკარგა შანსი წელს რაიმე მოეგო – ის ტროფეის გარეშე დარჩება.

ჩემპიონატში „მანჩესტერი“ 22 ქულით ჩამორჩება „სიტის“ და 7 მატჩით ვეღარ დაეწევა.
ლიგის თასზე „იუნაიტედი“ მე-3 რაუნდიდან გავარდა „ვესტ ჰემთან“, ინგლისის თასზე „მიდლსბრომ“ გამოაგდო პენალტების სერიაში მე-4 რაუნდში.
ჩემპიონთა ლიგაზე კი 1/8 ფინალში „ატლეტიკომ“ აჯობა (1:1, 0:1).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები