დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვადის გასვლის და გამოუყენებლობის გამო „ასტრაზენეკას“ 17 000 დოზა ჩამოიწერა.
გამყრელიძის განმარტებით, მოსახლეობას რამდენჯერ მოუწოდეს, რომ ვაქცინა უფრო ფართომასშტაბიანად ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ მოთხოვნილება დანარჩენ სამ ვაქცინასთან შედარებით დაბალი იყო.
„ასტრაზენეკას“ ძირითად დოზებს ვადა სექტემბრის და ოქტომბრის ბოლოს. ეს განსაკუთრებით ეხებოდა დონაციით მიღებულ 15 000 დოზას, ჩვენ ეს ვიცოდით და რამდენჯერმე მოვუწოდეთ მოსახლეობას, რომ უფრო ფართომასშტაბით ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ სამწუხაროდ, მოთხოვნილება იყო დაბალი დანარჩენ სამ ვაქცინასთან შედარებით. ამიტომ, სექტემბერში 3900 დოზას გაუვიდა ვადა და ოქტომბერში დაგვრჩა 13 500 დოზა, ჯამში 17 000-მდე დოზა სამწუხაროდ გამოუყენებელი დარჩა და ჩამოიწერა.
ჩინურ ვაქცინებს 2-3 წელი აქვთ ვადა, 2023 წლის შუა რიცხვებამდე, ხოლო „ფაიზერს“, ისევე როგორც „ასტრაზენეკას“ აქვს 6 თვიანი ვადა, მაგრამ ჩატარებული კვლევებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „ფაიზერის“ ყველა ვაქცინას 3 თვის გაუგრძელდა მოქმედების ვადა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.