LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: კორონავირუსით დღემდე 103 927 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, 9 კი გარდაიცვალა

105
1

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კოვიდ-19-ით სულ 103 927 18 წლამდე მოზარდი დაინფიცირდა, რაც დაავადებულთა 15 %-ია.

სტატისტიკურ მონაცემებზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა:

“ამ ხნის განმავლობაში, საერთო ინფიცირებაში, ინფიცირებული მოზარდების სტატისტიკა, დაახლოებით, 15%-ია.

103 927 ბავშვი და მოზარდია ინფიცირებული (18 წლამდე), აქედან 6 979-ს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა და, სამწუხაროდ, მოზარდებში 9 ლეტალური შემთხვევა გვქონდა. თუ არ ჩავთვლით სამ ჩვილს, დანარჩენ ყველა შემთხვევაში იყო თანმხლები მძიმე გენეტიკური დაავადება .” – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსნებეთ, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ვირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 953 კოვიდპაციენტი და გარდაიცვალა 43 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g