LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: კვირას „ფაიზერის“ 400 000 დოზა შემოვიდა, ეპიდემიას ოქტომბრის ბოლოს სერიოზულად გადავტეხავთ წელში

77
BeFunky-collage (9)

კვირას ქვეყანაში ფაიზერის 400 000 ვაქცინა შემოვიდა, – ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში ჯამში „ფაიზერის“ მილიონ-ნახევარი დოზა შემოვიდა, აქედან 700 000 არის დარჩენილი, დანარჩენი გამოყენებულია ასაცრელად ან დაჯავშნილია.

გამყრელიძის თქმით, სასურველია, „ფაიზერი“ და სხვა ვაქცინები მოსახლეობამ ამ პერიოდში გაიკეთოს.

“ძალიან გვინდა, ეს იყოს მილიონი + მილიონი აცრა. მაშინ იქნება 3 200 000 აცრა,მაგრამ ეს ეს არის ოპტიმალური სცენარი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პროგნოზით, “ეპიდემიას ოქტომბრის ბოლოს სერიოზულად გადავტეხავთ წელში”.

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება: გამყრელიძე

შეგახსნებეთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g