LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: მთავარი რეკომენდაციაა, ანალიზი ჩატარდეს, როგორ უნდა მოვემზადოთ ახალი საფრთხეებისთვის – შესაძლოა, მსგავსი გამოწვევები განმეორდეს ახალი შტამების გამოჩენით, გლობალური დათბობით ან კლიმატის ცვლილებით

1207
amiran-gamkrelidze

„მთავარი რეკომენდაციაა, ანალიზი ჩატარდეს ქვეყანაში, თუ რა ვისწავლეთ პანდემიის დროს, როგორ უნდა მოვემზადოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისთვის. ყველა ქვეყანა აკეთებს ანალიზს, გასული სამი წლის განმავლობაში, რა გამოცდილება მიიღეს კორონავირუსის პანდემიისას, რა უნდა ყოფილიყო უკეთესად გაკეთებული და როგორ უნდა ვიყოთ მზად მომავალი გამოწვევებისთვის“, – აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ზურაბ აზარაშვილი: კორონავირუსი ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსია და მასზე ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, სექტემბერში, გაეროში, მაღალი დონის შეხვედრაზე განიხილავენ ე.წ. მზადყოფნის რეჟიმებს. საუბარი იქნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ მოვლენებზე, მათ შორის, განიხილება პანდემიებისადმი მზადყოფნაც.

„ყველა თანხმდება და გამოცდილებამ აჩვენა, რომ პანდემიებთან ერთად, ერთ-ერთი გამოწვევა არის კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა. ალბათ, წელს იგრძენით, რომ ჩვენთანაც მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა. მთელი რიგი შედეგები აქვს ამ ყველაფერს. ამიტომ სექტემბერში, გაეროს მაღალი დონის შეხვედრაზე განიხილავენ ე.წ. მზადყოფნის რეჟიმებს. იცით, რომ მაისში, იაპონიაში „დიდი შვიდიანის“ შეხვედრაზე, საყოველთაო ჯანდაცვასთან ერთად მთავარ პრობლემად იდგა მზადყოფნის რეჟიმები.

ყველა ქვეყანა აკეთებს ანალიზს, გასული სამი წლის განმავლობაში, კორონავირუსის პანდემიისას რა გამოცდილება მიიღეს, რა უნდა ყოფილიყო უკეთესად გაკეთებული, როგორ უნდა ვიყოთ მზად მომავალი გამოწვევებისთვის. 21-ე საუკუნეში შესაძლოა, მსგავსი გამოწვევები განმეორდეს, შეიძლება, ეს განპირობებული იყოს ახალი შტამების გამოჩენით, გლობალური დათბობით, კლიმატის ცვლილებით, თუ სხვა მიზეზებით.

ალბათ, საქართველოსაც ექნება მსგავსი სტრატეგია მომავალი 5 წლის განმავლობაში. მოგეხსნებათ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი ვარ საქართველოში. აღნიშნული მიმართულებით ვმუშაობ და მთავარი რეკომენდაციაა, რომ ანალიზი ჩატარდეს ქვეყანაში, თუ რა ვისწავლეთ პანდემიის დროს, როგორ უნდა მოვემზადოთ მსგავსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

NCDC-ის განცხადება: „საქართველოში, კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g