„თუ გეწყებათ რესპირაციული ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომები – ხველა, სურდო, თავისა და ყელის ტკივილი და ტემპერატურის მატება – არ არის საჭირო, რომ რამდენიმე ადგილზე დაიტესტოთ და დარწმუნდეთ, გაქვთ, თუ არა. დიდი ალბათობით, უნდა თქვათ, რომ „ომიკრონია“ და დარჩეთ სახლში“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
1 თებერვლიდან, უსიმპტომო პირების ტესტირება, შესაძლოა, შეჩერდეს – გამყრელიძე მიზეზებს განმარტავს
აღნიშნულის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და თქვა, რომ დღეს მთავარი გზავნილი არის ის, რომ „ომიკრონის“ ცირკულაცია მომდევნო 2 კვირაში გაიზრდება და კიდევ მეტი შემთხვევათა რაოდენობა გვექნება.
„დღეს რომ 15 000-ზე მეტია აღრიცხული, ეს ნიშნავს, რომ 15 000-ზე მეტია გამოვლენილი, მაგრამ რეალურად უნდა ვიანგარიშოთ, რომ 3-4-ჯერ მეტია სინამდვილეში. ეს არის უსიმპტომო ან მცირე სიმპტომების შემთხვევები.
მთავარი გზავნილი ისაა, რომ თუ გეწყებათ რესპირაციული ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომები – ხველა, სურდო, თავისა და ყელის ტკივილი და ტემპერატურის მატება – არ არის საჭირო, რომ რამდენიმე ადგილზე დაიტესტოთ და დარწმუნდეთ, გაქვთ, თუ არა.
კონტაქტი ხარ და არ იცი როგორ მოიქცე? – NCDC განმარტავს, რა შემთხვევაში არ გესაჭიროებათ თვითიზოლაცია
დიდი ალბათობით, უნდა თქვათ, რომ „ომიკრონია“ და დარჩეთ სახლში, დაურეკოთ 112-ს და მართოთ მდგომარეობა, რაც გექნებათ. 90% შემთხვევებში ეს ჩაივლის სიმპტომების გარეშე ან მცირე სიმპტომებით,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.