LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განაჩენი ჟურნალისტების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯია“ – მედიაკოალიცია 5 ივლისის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება

131
Untitled design (1)

2021 წლის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება.

5 ივლისის საქმე – ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულ 6 პირს 4-4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ძალადობაში მსჯავრდებულებისთვის პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენის შემცირებას და ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში ყველა მათგანის უდანაშაულოდ ცნობას კოალიცია საგანგაშოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს განაჩენი ჟურნალისტების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგი ნაბიჯია:

„მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 5 ივლისის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 16 იანვარს მიღებულ განაჩენს, რომლის საფუძველზეც მედიის წარმომადგენლებზე, 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმისას, ძალადობაში მსჯავრდადებულები ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში გამართლდნენ და მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდათ.

აღნიშნული განაჩენი ჟურნალისტების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგი ნაბიჯია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი “ტელეკომპანია პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას, ჟურნალისტის მირანდა ბაღათურიას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის ილიკო თვალიაშვილის წინააღმდეგ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებულ ძალადობას, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს ეხება. მართალია, 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდადებულები დამნაშავედ ცნო, თუმცა ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია.
საგანგაშოა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებების მიუხედავად, ამ დრომდე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში პასუხისმგებლობა არავის დაჰკისრებია.

საქართველოს სახალხო დამცველმა , მედიის ადვოკატირების კოალიციამ და მისმა წევრმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მიმართეს გენერალურ პროკურატურას 5 ივლისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით.

სამწუხაროდ, მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო უწყებები არ დგამენ სათანადო ნაბიჯებს მედიაზე მასშტაბური თავდასხმის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად, მაშინ როდესაც ორგანიზებული ძალადობის შედეგად 56 პირი, მათ შორის, 47 ჟურნალისტი დაზარალდა. თავდასხმის შემდეგ 31 პირი [6] დააკავეს , მათგან 27 ჟურნალისტებზე ძალადობისთვის.

მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მათ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე ყურადღება არის გამახვილებული, მათ შორის, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

ამის თაობაზე არაერთხელ აღნიშნა მედიის ადვოკატირების კოალიციამ თავის განცხადებებში.

? მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს ჟურნალისტების უფლებების ეფექტიანი დაცვა, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისს მედიაზე ჯგუფური თავდასხმის ორგანიზატორებისა და მონაწილეების პასუხისგებაში მიცემა“, – აღნიშნულია კოალიციის მიმართვაში.

შეგახსენებთ, 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ოფისში, ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულები თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, ძალადობის ორგანიზებაში კი ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია.

ძალადობაში მსჯავრდებულებისთვის პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი შეამცირა და მსჯავრდებულებს – აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს და გია გიგუაშვილს 5 წლის ნაცვლად, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„პრაიდის“ ოფისში შეჭრაში ბრალდებულები 5000-5000 ლარით დააჯარიმეს

5 ივლისს ძალადობის ფაქტზე “თბილისი პრაიდის” სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო – GDI

 

 

 

magti 5g