LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის დღეიდან იხსნება

128
ipiccy-image

ციხისძირში მდებარე პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის 18 მაისს, ანუ დღეს ოფიციალურად იხსნება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 18 მაისს არქეოლოგიური კომპლექსის დათვალიერება მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. 19 მაისიდან კი, ბილეთი 1-დან 5 ლარამდე ეღირება. ინფორმაციას ვებგვერდი „ბათუმელები“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორია მნახველებისთვის 2019 წლის 12 აგვისტოდან დაიკეტა. დღემდე ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა.

ადმინისტრაციული შენობა/ვიზიტორთა ცენტრი, არქეოლოგიური მუზეუმი/სამუზეუმო სივრცეები, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, საპირფარეშო, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს, ადაპტირებული ლიფტები, ავტოპარკინგი – ამ ყველაფრის მოწყობაში აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g