LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების ახალი მინისტრი გივი მიქანაძე იქნება

261
გივი მიქანაძე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე წულაძეს გივი მიქანაძე შეცვლის.

„პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ვტოვებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას“ – რა განცხადებას ავრცელებს ალექსანდრე წულაძე

აღნიშნულ თანამდებობაზე გივი მიქანაძე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ წარადგინა.

ირაკლი კობახიძემ ალექსანდრე წულაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის რეფორმები, რომელიც მიმდინარეა და აქტუალური საკითხები კვლავაც დღის წესრიგში რჩება.

„მინდა, ალექსანდრე წულაძეს მადლობა გადავუხადო. ის რეფორმები, რომელიც მიმდინარეა და აქტუალური საკითხები კვლავაც დღის წესრიგში რჩება. იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული, რომ რეფორმები დაჩქარდეს და ეს ხარისხობრივი ნიშნით ასახული იყოს უმაღლესი რანგით. შესაბამისად, მაქსიმალურად მაქვს მზაობა, რომ ის ნდობა, რომელიც პირადად პრემიერისგან იყო გამოთქმული ჩემთან მიმართებაში, საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მოვახმარო, დღენიადაგ გავაკეთო ყველაფერი, რომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო იყოს მაქსიმალურად წარმატებული, რადგან ამ სამინისტროს წარმატება პირდაპირპროპორციულია ჩვენი ქვეყნის წარმატებისა“, – თქვა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე 2024 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა. მან განათლების მინისტრის თანამდებობა დღეს, 30 ივნისს დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g