LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების მინისტრის მოადგილე: ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ სასკოლო ფორმა ხელმისაწვდომი იყოს ფინანსურადაც და ფიზიკურადაც – სოციალურად დაუცველებს სასკოლო ფორმას სახელმწიფო შეუძენს

117
თამარ მახარაშვილი სასკოლო ფორმებზე

„ჩვენ ვფიქრობთ ყველა იმ მოქალაქეზე, რომლებმაც თავად უნდა შეიძინონ სასკოლო ფორმა, ამიტომ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ ხელმისაწვდომი იყოს ფინანსურადაც და ფიზიკურადაც, ლოკაციურ ნაწილში“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა განათლების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალურად დაუცველებს სასკოლო ფორმას სახელმწიფო შეუძენს.

ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სასკოლო ფორმა 1-6 კლასის შემდეგ, ეტაპობრივად, სავალდებულო მაღალკლასელებისთვისაც გახდება.

„1-6 კლასი რატომ?! იმიტომ, რომ ნელ-ნელა გადავალთ. მერე იქნება მე-7, მე-8 და ა.შ. შეგუების ამბავია და ამიტომ. სასკოლო ფორმების ვიზუალთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, თუნდაც კერძო სკოლებში და მსოფლიოში აპრობირებულ გამოცდილებებს ვიყენებთ და გამოვიყენებთ.

სოციალურად დაუცველებისთვის, ვისაც 60 000-ზე ქვემოთ აქვს ქულა, სასკოლო ფორმას სახელმწიფო დააფინანსებს, მაგრამ ასევე, ჩვენ ვფიქრობთ ყველა იმ მოქალაქეზე, რომლებმაც თავად უნდა შეიძინონ ფორმა. ამიტომ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ ხელმისაწვდომი იყოს სასკოლო ფორმა ფინანსურადაც და ფიზიკურადაც ლოკაციურ ნაწილში“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g