LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების უწყვეტობის და ხარისხის უზრუნველყოფა მოხერხდა: ჩხენკელი დისტანციური სწავლების პროცესზე

193
ჩხენკელი

„პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ერთობლივი ძალისხმევით, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა მოხერხდა” – აღნიშნა განათლების მინისტრობის კანდიდატმა და პანდემიის ფონზე, სისტემურ წარმატებებზე ვრცლად ისაუბრა .

მიხეილ ჩხენკელი პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით დღეს გამოვიდა.

როგორც მან აღნიშნა, სამინისტროს მიერ განხორციელებულმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებისგან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა:

“კორონავირუსის პრევენციისა და მოსწავლეებისთვის განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის დროულად შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები და წარმატებით დანერგა სისტემაში დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა.

სამინისტროსა და Microsoft-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ყველა კლასისა და საგნისთვის შეიქმნა ვირტუალური საკლასო ოთახი და გააქტიურდა უნიკალური პროფილები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის;
ქართულ ენაზე ითარგმნა Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალი (Teams), რომელშიც ინტეგრირდა ელექტრონული რესურსების პლატფორმა – el.ge.” – განაცხადა ჩხენკელმა

magti 5g