LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განძის მაძიებლებმა ლეგენდარული საგანძურის არსებობა დაადასტურეს

127
SEC_209573306-c75f

მოყვარულ არქეოლოგთა ჯგუფმა, რომელმაც ლეგენდარული განძის ძიებას 37 წელი დაახარჯა, მისი არსებობის პირველ კვალს მიაგნო. Metro-ს ინფორმაციით, განძის მაძიებლები დარწმუნებული არიან, რომ ტრიუმფამდე ბევრი არ დარჩენიათ.
მოხალისეები მითიურ ლემინკაინენის ტაძარს 1987 წლიდან ეძებენ. ზღაპრული ტაძრის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი 1980-იან წლებში გახდა. მის ავტორად იოგი, ტურისტი და ისტორიკოსი იორ ბოკი ითვლება. მისი თქმით, ტაძარი-გამოქვაბულის შესასვლელი ქვებითა და ტალახით ჯერ კიდევ 987 წელს მას შემდეგ ამოავსეს, რაც ფინეთში ქრისტიანობა მიიღეს. თითქოსდა, ცეცხლის თაყვანისმცემლებს ამ გზით უძველესი რელიკვიების შენარჩუნება სურდათ.

ბოკმა ფინელ ისტორიკოსებს უთხრა, რომ მისი ოჯახი მრავალი ასწლეულის განმავლობაში ტაძრის მცველი იყო და მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მისი თქმით ლემინკაინის ტაძარი, რომელიც განძითაა სავსე, სიბოსბერგის მღვიმეში მდებარეობს და მისი ღირებულება 15 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტია.
ბოკის მონათხრობი ნამდვილ სენსაციად იქცა. მღვიმეში სასწრაფოდ არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყეს.

მეცნიერებმა 14 მეტრის სიღრმეში ნაჯახის თავი იპოვეს, რომელიც დაახლოებით 1000 წლის მაინც არის და დიდი ალბათობით ვიკინგს ეკუთვნოდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ფინეთში ვიკინგები არ ცხოვრობდნენ, ნაჯახი ადგილობრივ ცეცხლთაყვანისმცემლებთან ვაჭრობის შედეგად მოხვდებოდა. არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ნაჯახის ასეთ სიღრმეში აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ის იქ დატოვეს ან დაუვარდათ მაშინ როცა ტაძრის გზას ქოლავდნენ.

განძის მაძიებლები არტეფაქტს საგანძურთან სიახლოვის ნიშნად თვლიან და დიდი იმედი აქვთ, რომ სანუკვარ ოქროს ამ ზაფხულს აუცილებლად იპოვიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები