LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განიხილება თუ არა დანაშაულის მოტივად ეჭვიანობა: რას ამბობს შაქარაშვილის ბიძა

314
BeFunky-collage (16)

გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დანაშუალის მოტივის შესახებ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

როგორც მან”ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რამდენიმე ვერსია არსებობს, რომელიც ჯერ არც გაჟღერებულა.

შეკითხვაზე, განიხილება თუ არა ერთ-ერთ ვერსიად ეჭვიანობის, პირადი ურთიერთობების ნიადაგზე ჩხუბი, მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ „ეს ვერსია ივარაუდება“.

„თუმცა არის რამდენიმე ვერსია, რომელიც ჯერ არ გაჟღერებულა და ამას მე ვერ გავაჟღერებ იმიტომ, რომ შესაძლებელია, რომ ის ვერსიები უფრო რეალური აღმოჩნდეს,”-განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შაქარაშვილის ბიძა კონკრეტულ მოტივზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან ეს შესაძლოა გამოძიებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g