ქართველი მუსიკოსი და რეჟისორი, მანანა მენაბდე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიდი ხელოვანის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია მისმა ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.
„ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს…“ – თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
„ჩემი შავი მარგალიტი უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ ეს იყო ყველაზე ღირსეული შერკინება სიკვდილთან, რაც კი ოდესმე მინახავს.
ყველას დიდი მადლობა, ვინც ამ 5 თვის მანძილზე გვერდით დაგვიდგა და მანანას სიცოცხლისთვის ჩვენთან ერთად იბრძოლა“, – დაწერა მანანა მენაბდის დისშვილმა, მსახიობმა განო მელითაურმა სოციალურ ქსელში.
მანანა მენაბდე ბოლო თვეებში მძიმე დაავადებას ებრძოდა.