დღეს, 11 აპრილს მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა.
გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს განო მელითაური.
„დღეს ის დღეა, უპირობო სიყვარულის მარადიულმა სამყოფელმა რომ მოიტაცა სიკეთით სავსე, ჯადოსნური კოტე თოლორდავა…“, – წერს განო მელითაური.
დღეს ის დღეა , უპირობო სიყვარულის მარადიულმა სამყოფელმა რომ მოიტაცა სიკეთით სავსე , ჯადოსნური კოტე თოლორდავა …
Posted by Gano Melitauri on ორშაბათი, 10 აპრილი, 2023
მსახიობი 2015 წელს მოსკოვში, ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა, სადაც სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.
სამედიცინო დასკვნის თანახმად, კოტე თოლორდავა გულის შეტევით გარდაიცვალა.
„მე თავიდან ბოლომდე კოტეთი ვსულდგმულობდი“ – განო მელითაური