მანანა მენაბდის მკურნალობის ხარჯებს საქართველოს მთავრობა, კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია და პრემიერ მინისტრი ერთობლივად დააფინანსებენ.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში განო მელითაური წერს.
„ჩემო ძვირფასო ქართველებო! ძვირფასო ემიგრანტებო! მეგობრებო, ჩვენი ოჯახის და მანანას გულშემატკივრებო !
უდიდესი მადლობა ასეთი ერთსულოვნებისთვის და გვერდში დგომისთვის!
ფანტასტიური ამბით ვბრუნდებით თურქეთის კლინიკიდან!
მანანას მკურნალობისთვის საჭირო, ასევე მომდევნო ქიმიოთერაპიისთვის საჭირო სახსრები სრულად ერთობლივი ძალებით დააფინანსა
საქართველოს მთავრობამ, ბატონმა პრემიერმა, კულტურის სამინისტრომ და მერიამ!
ძალიან მალე, მანანა მენაბდეს უფლის და თქვენი ყველას შეწევნით ჯანმრთელს და ისეთივე საოცარს უვნებლად დავაბრუნებთ და ყველას, უკლებლივ ყ ვ ე ლ ა ს სახელი და გვარი მაქვს პირადად შენახული მის საქველმოქმედო კონცერტზე მოგიპატიჟებთ!
მიყვარხართ ყველანი!
გთხოვთ შეწყვიტოთ თანხების დარიცხვა, თუ სადმე გავიჭედეთ ვიცი რომ თქვენი იმედი ყოველთვის გვექნება!“- წერს განო მელითაური.