LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განსაკუთრებული საქართველო“ – ქართული პროდუქცია ბერლინში წარადგინეს

135

„განსაკუთრებული საქართველო“ – ასე წარდგა ქართული პროდუქცია ბერლინში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც 19-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში”, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასოციაციის „ქართული ღვინო“,  USAID/Reap-ის  და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.

„განსაკუთრებული საქართველო – (Georgia Special), ბერლინის ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში ტარდება, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციული სამზარეულოს, ღვინისა და ეროვნული ნაწარმის პოპულარიზაციას. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია ბერლინში არსებული ქართული რესტორნებისა და ქართული ექსპორტიორი კომპანიების პროდუქცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g