LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განშორების მიუხედავად, ელონ მასკი და გრაიმსი მშობლები მეორედ გახდნენ – ეს მილიარდერის მე-8 შვილია

440
page

გასულ თვეს, ჩვენ მილიარდერი, ელონ მასკისა და მსახიობის, ნატაშა ბასეტის ახლად დაწყებულ რომანს განვიხილავდი, დიახ ისინი ერთმანეთს მართლაც ხვდებიან, თუმცა ეს ყველაფერი მასკს ხელს არ უშლის, ყოფილი მეგობარი გოგონასგან, გრაიმსისგან მეორე შვილის მამა გახდეს.

ფოტო: „მე მის ჭკუაზე ვარ შეყვარებული და არა საბანკო ანგარიშზე“ – 50 წლის ელონ მასკი 27 წლის ნატაშა ბასეტს ხვდება

განშორების მიუხედავად, ელონსა და გრაიმსს გოგონა, სუროგატი დედის დახმარებით შეეძინათ. მათ მაშინ გადაწყვიტეს განშორება, როდესაც სუროგატი დედა უკვე ორსულად იყო.

რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს მილიარდერისა და ექსცენტრიკული მომღერლის მეორე შვილის სახელი, ის ისეთივე უცნაურია, როგორც მათი ვაჟის.

მათ გოგონას Exa Dark Sideræl ან უბრალოდ Y დაარქვეს, მათ პირველ შვილს კი X Æ A-12 ჰქვია. ცნობისთვის მასკს წინამორბედი პარტნიორებისგან 6 შვილი ჰყავს.

სკანდალი გრძელდება – ჯონი დეპი სასამართლოში ელონ მასკს იძახებს – ახალი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები