LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განვითარებულმა მსოფლიომ, სახელმწიფოსთან შეზრდილი ოლიგარქები თავისუფლების მტრად ოფიციალურად გამოაცხადა – ქადაგიძე

67
DA323171-6403-403F-99DF-62805068BF0C_cx0_cy31_cw0_w1200_r1

განვითარებულმა მსოფლიომ, სახელმწიფოსთან შეზრდილი ოლიგარქები და პროპაგანდისტები დემოკრატიის და თავისუფლების მტრად ოფიციალურად გამოაცხადა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე აცხადებს.

მისი განმარტებით, სანქციებმა ცხადი გახადა, რომ ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში, ათწლეულობით დაგროვებული მილიარდები ერთ დღეში იყინება/ქრება თურმე.

„შემდეგი სამართლებრივი ეტაპი გაყინული აქტივების კონფისკაცია და მიყენებული ზიანის ანაზღაურება იქნება. დიდი ამბავია ეს თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხებისთვის, ეპოქალური ცვლილებების მომსწრენი ვართ ყველა მიმართულებით. Stay strong UKRAINE!“, – ამბობს გიორგი ქადაგიძე.

რუსი ოლიგარქების იახტები მშობლიურ რუსულ პორტებს უბრუნდებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g