„გაოცებულები ვართ საქართველოს ხელისუფლების ცალკეული წარმომადგებლების კომენტარებით, რომლებიც ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას უკრიანის მოვლენებთან აკავშირებენ“, — ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩეველი ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
„უკრაიანს გააჩნია პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსთან. ქართველი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი. ახლა უკრაინაში ყველა უკრაინელია და ყველა ომშია.” – აღნიშნა კასიანოვმა.
მისი თქმით, ეს არის ომი ევროპისთვის, მათ შორის, ომი საქართველოსთვის.
“არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, არავინ ეკითხება რომელი პარტიული ბილეთი აქვს რომელიმე ქართველს, ვინც მზადაა, დაეხმაროს უკრაინა ყველა შესაძლებლობით“, — განაცხადა კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე.
მან მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის, ასევე, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის თანასპონსორობისთვის გაეროში.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 2 მარტს განაცხადა, რომ „აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში“ და აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხორციელდება. კობახიძის თქმით, ენმ-ს ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის, პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც. ის ასახელებს დავით არახამიას, პრეზიდენტ ზელენსკის ნდობით აღჭურვილ პირს და უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთ მთავარ მომლაპარაკებელს რუსეთში, საქართველოს ყოფილი გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილს და თავად მიხეილ სააკაშვილს.