LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარანტი ვართ, რომ სოციალური პროგრამების არც ერთი ნაწილი არ შეფერხდება – დავით სერგეენკო

108
sergeenko

გარანტი ვართ, რომ სოციალური პროგრამების არც ერთი ნაწილი არ იქნება შეფერხებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს სოციალური მუშაკების მიერ დღეს დაწყებული გაფიცვის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, სოციალური მუშაკების დიდმა ნაწილმა ამ ფორმით თავისი არჩევანი გააკეთა. მინისტრი დასძენს, რომ მთავარი ამოცანაა, პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს არ შეექმნათ შეფერხება.

“რაც შეეხება გაფიცვას, სოციალური მუშაკების დიდმა ნაწილმა ამ ფორმით თავისი არჩევანი გააკეთა. ჩვენ მათ შევთავაზეთ რეალური სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს არსებული პრობლემები, რომელიც მათ აქვთ. ახლა მათი გადასაწყვეტია, მათი არჩევანი გაკეთებულია. ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ. გარანტი ვართ, რომ სოციალური პროგრამების არც ერთი ნაწილი არ იქნება შეფერხებული და შეწყვეტილი”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სულ 250 სოციალური მუშაკი ყავთ, რომელთაგანაც, მინისტრის ინფორმაციით, 180 მუშაკი გაფიცულია.

სოციალური მუშაკები დილიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი უკვე თვეზე მეტია სისტემური ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობენ. ჯამში მათ 22 მოთხოვნა აქვთ. თუმცა, აქედან 5 მოთხოვნის დაუყოვნებლივ შესრულებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორისაა ხელფასების ზრდა, ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და კადრების დამატება. აქციას უკვე შეუერთდნენ სოციალური მუშაკები რეგიონებიდანაც. დღის ბოლომდე კი აქციაზე მისვლას საინიციატივო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირების წარმომადგენლებიც აპირებენ.

სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყეს. თვენახევრიანი მედიაციის პროცესი კი უშედეგოდ დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები