ღონისძიების ფარგლებში, ღია სივრცეში გამოიფინა ა(ა)იპ ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ხალხური რეწვის ოსტატთა და ხელოვანთა ნამუშევრები და ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვრების ნახატები.
შეკრებილ საზოგადოებას აღდგომის დღესასწაული ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა და მამა პეტრე პეტრიაშვილმა მიულოცეს.
ღონისძიება მუსიკალურად აფორმებდნენ ა.(ა.)ი.პ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ბეთანია“ და ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ანსამბლები.
საღამო კი ანსამბლმა „შვიდკაცამ“ დაასრულა.
ღონისძიებას ასევე, რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე, მერის მოადგილეები ლევან ხმალაძე და ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, სამირ ხიალოვი და ვუგარ მამედოვი ესწრებოდნენ.