თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მე-19 გარდაცვლილი პაციენტი მკურნალობას დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში სახლში გადიოდა და ის საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ეზუგბაიას ინფორმაციით, მას ასევე, კოვიდინფიცირებული და უვლიდა. როგორც ეზუგბაიამ განაცხადა, გარდაცვლილს მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა და დატვირთული ფსიქო-ემოციური სფერო ჰქონდა.
„დაგვემატა მე-19 გარდაცვლილი. ამ პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი. ამ პრობლემების გამო, ძალიან დატვირთული ფსიქო-ემოციური სფერო. პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე. მას უვლიდა მისი და, ისიც, ასევე, კოვიდინფიცირებული. მათი მეთვალყურეობა ხდებოდა ჩვენს მიერ. უშუალოდ, მე მქონდა კომუნიკაცია პაციენტის დასთან და დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვესაუბრებოდი. დაავადება ორივესთან მსუბუქად მიმდინარეობდა, თითქმის უსიმპტომოდ, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, როგორც ახასიათებს ასეთ მოტეხილობებს და პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზის გამო.
საბოლოოდ პაციენტის ინფიცირების პირველწყარო მაინც ლენჯერს უკავშირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
გარდაცვლილის და ამჟამად გადაყვანილია სტაციონარში.
გარდა ამისა, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გარდაცვლილი ოჯახის სამი წევრიც ინფიცირებულია.
„დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები საკარანტინე სივრცეში არიან მოთავსებული. კარანტინში გადავიდნენ გარდაცვლილ მე-19 პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირებიც, ოჯახის ინფიცირებული წევრები კი მკურნალობენ კოვიდცენტრებში. ჯამში ოჯახის სამი წევრია ინფიცირებული.
კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა
გარდაცვლილი მე-19 პაციენტი ცნობილი კალათბურთელის ვიქტორ სანიკიძის დედა, რუსუდან ტომარაძე გახლავთ, რაც თავად კალათბურთელმაც დაადასტურა.