LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარდაცვლილს კრაზანის დაკბენის კვალი არ აღენიშნებოდა“ – ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა

1358
BeFunky-collage

ქობულეთში, სოფელ შუაღელეში კაცის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა არა კრაზანის ნაკბენი, არამედ ინფარქტი გახდა – ამის შესახებ “ფორტუნას” აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა განუცხადა.

“გადმოცემით იყო ნათქვამი, რომ დაკბინა კრაზანამ, ოჯახის წევრების ვარაუდით, ხილული დათვალიერების შედეგად არსად ნაკბენი არ აღმოაჩნდა. სავარაუდოდ, მაინც მიიჩნიეს, რომ ეს იყო ინფარქტი, რადგან დაკბენის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა, ექიმებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო ინფარქტი“ – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა „ფორტუნასთან“.

ქობულეთში მამაკაცი ბაზის დაკბენის შედეგად გარდაიცვალა

სოფელში სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს, თუმცა მედიკოსების მისვლამდე მამაკაცი დაიღუპა. 

მომხდარი ფაქტის შესახებ ,,ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში“ ინფორმირებულები არიან. როგორც „ფორტუნას“ ადმინისტრაციაში განუცხადეს, ზოგადად, ბაზის დაკბენის ფაქტების რაოდენობა საგანგაშო არ არის და ძირითადად, სეზონურ ხასიათს ატარებს.

„შარშანდელთან შედარებით წელს, ბაზის დაკბენის შემთხვევები მომატებული იყო, მაგრამ ფატალური შედეგები ჩვენთან არ დაფიქსირებულა, ზოგადად, მსგავსი ფაქტები უფრო სოფლად ხდება“- აცხადებენ ,,ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში“

როგორ დავიცვათ თავი და რა უნდა მოვიმოქმედოთ, კრაზანას ნაკბენის დროს?

პანიკის საფუძველს ვერ ხედავს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელიც, თუმცა კიდევ ერთხელ საუბობს იმ ფიზიოლოგიურ რეაქციაზე , რასაც კრაზანის ნაკბენი იწვევს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“მსგავსი ფაქტები ძირითადად სოფლებში ფიქსირდება. ძალიან საყურადღებოა ისეთი ადგილები, სადაც არის ფუტკრის ფსკები, რადგან კრაზანებიც თაფლით იკვებებიან. ასევე, დასაწყობებული სამშნებლო მასალები, ხის ფუღუროები. ასეთ ადგილებში იმალებიან და არ ჩანან. კრაზანამ შეიძლება უკბინოს ადამიანს და აბსოლუტურად არანირი რეაქცია არ ჰქონდეს, ნაკბენ ადგილზე შეიძლება მოხდეს შეშუპება, აწითლება, ქავილი ან სუთქვის უკმარისობა, გააჩნია ადამიანის ორგანიზმი როგორ დახვდება ამ ნაკბენს, პირველადი დამხარება:ჩამობანა საპნით და თბილი წყლით; ნაკბენის ადგილზე ყინულის დადება და ამის შემდეგ, აუცილებლად მიმართონ ექიმსს”- აცხადებს  რუსუდან შავიშვილი

ამასთან, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სპეციალური პროგრამა სახიფათო მწერებთან საბრძოლველად აჭარაში არ არსებობს. უწყება საინფორმაციო კამპანიებს მუდმივად ატარებს და შესაბამის რეკომენდაციებს მედიაშაუალებების დამხარებით გასცემენ.

 

 

 

 

 

 

 

magti 5g