კურიერი, რომელიც ბათუმი-თბილისის მატარებელს დაეჯახა, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ფაქტი “ფორტუნას” კლინიკა “ჰელსიკორში” დაუდასტურეს.
“სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და მრავალი მცდელობის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – გვითხრეს კლინიკა “ჰელსიკორში”.
საგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.