LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურიერი ბათუმი-თბილისის მატარებელს დაეჯახა – “მატარებელი სადგურთან ძალიან ახლოს იყო და მგზავრები ჩამოვიდნენ”

1478
რკინიგზა

საგზაო შემთხვევა მოხდა რკინიგზის სადგურზე. “გლოვოს” კურიერი ბათუმი-თბილისის მატარებელს დაეჯახა. დაზარალებული კურიერი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც გარდაიცვალა.

რაც შეეხება მატარებელს, ის მგზავრებისგან დაიცალა.

“შემთხვევა მოხდა თბილისის სადგურთან ახლოს. მატარებელი სადგურთან ძალიან ახლოს იყო და მგზავრები ჩამოვიდნენ უკვე. ამ დროს გარკვეული პროცედურებია, რაც უნდა გავიაროთ. ამის დასრულების შემდეგ დაიძვრება მატარებელი. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა კლინიკაში და ამ დროისთვის დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის ცნობილი არ არის”- განუცხადეს “ფორტუნას” რკინიგზაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები